იაკობ გოგებაშვილის ბიუსტს შავი ლენტი შეახვიეს - Palitra News

იაკობ გოგებაშვილის ბიუსტს შავი ლენტი შეახვიეს

2019-12-19 13:12:00+04:00

"ამ სისტემის დედაც" - ამ სახელწოდების აქცია იმართება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. საპროტესტო აქციას სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად ანა დოლიძე მართავს. დოლიძემ სამინისტროს შენობის წინ განთავსებულ იაკობ გოგებაშვილის ბიუსტს, სიმბოლურად შავი ლენტი შემოახვია.

როგორც დოლიძე აცხადებს მიუხედვად იმისა რომ სამინისტროს აქვს სოლიდური ბიუჯეტი სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის თანხები არარელევანტურად იხარჯება. ხოლო ლუკა სირაძის გარდაცვლაების ფაქტთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელის უწყებას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც ანა დოლიძე აცხადებს აქციის მონაწილეები ითხოვენ ახალ ინსტრუქციებს პედაგოგებისთვის თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი როდესც სტრესსი მყოფ მოზარდებს ხედავენ, ამასტან აქციის მონაწილეების მოთხოვენებში შედის სკოლებში ცხელი ხაზის ამოქმედება და ფსიქოლოგების შტატის დამატებას.