არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური შეხვედრა გაიმართება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრას დაესწრებიან დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა რომ არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების და ერთიანი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს სისტემური რეფორემებისკენ.