15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონოსძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
თავად ჩოლოიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამ დრომდე კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება.
გამომძიებლის წინააღმდეგ საქმე ჩვენების მიცემის იძულების მუხლით არის აღძრული.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.