პაკისტანის ყოფილ მმართველს, პერვეზ მუშარაფს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს - Palitra News

პაკისტანის ყოფილ მმართველს, პერვეზ მუშარაფს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

2019-12-17 15:28:41+04:00

პაკისტანში, ისლამაბადში გამართულ საგანგებო სასამართლოზე, ქვეყნის ყოფილ სამხედრო მმართველს, პერვეზ მუშარაფს სიკვდილით დასჯა მიესაჯა. მას ბრალი სახელმწიფოს ღალატსა და კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში ედება.

"პერვეზ მუშარაფი დამნაშავედ იქნა ცნობილი პაკისტანის კონსტიტუციის დარღვევისა და ღალატის გამო", - განუცხადა "როიტერს" მთავრობის იურისტმა სალმან ნადემმა.

შეგახსენებთ, მუშარაფის სასამართლო პროცესი 2014 წელს დაიწყო. მუშარაფი 1999 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად სახელმწიფოს სათავეში მოვიდა და პაკისტანის პრეზიდენი 2001-2008 წლებში იყო. რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, 2007 წელს მან, მედიის ცნობით, მმართველობის გახანგრძლივების მიზნით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც სასამართლომ უკანონოდ სცნო.

მუშარაფი 2016 წლიდან მოყოლებული დუბაიში იმყოფება, სადაც მკურნალობის კურსს გადის