ფოტოები ლენტეხიდან: მაშველებმა 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი კაცი გადაარჩინეს - Palitra News

ფოტოები ლენტეხიდან: მაშველებმა 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი კაცი გადაარჩინეს

2019-12-15 14:18:57+04:00

მაშველებმა, ლეტენეხში მწვერვალ აილამაზე 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი კაცი გადაარჩინეს. ის 2 დღის განამლობაში მწვერვალზე იმყოფებოდა და მოყინული კიდურების გამო ვერ ახერხებდა გადაადგილებას. მაშველებმა დაშავებული ვერტმფრენის სპეციალური ტექნიკით აიყვანეს . საგაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებმა აღმოუჩინეს. მამაკაცი კონტაქტურია და ის თბილისში ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.