პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია - გია ვოლსკი - Palitra News

პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია - გია ვოლსკი

2019-12-13 13:59:25+04:00

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ხედავს, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია. ასე გამოეხმაურა ვოლსკი აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით. გია ვოლსკი ამბობს, რომ კრიტიკული შენიშვნები უნდა იყოს, თუმცა აცხადებს, რომ მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის ჯანსაღად წარმართვისთვის მმართველმა გუნდმა კარგი მექანიზმი შეიმუშავა.