გამწვანების ღონისძიებაზე მყოფ კახა კალაძეს ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილმა აქცია მოუწყო - Palitra News

გამწვანების ღონისძიებაზე მყოფ კახა კალაძეს ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილმა აქცია მოუწყო

2019-12-13 13:16:38+04:00

ვარკეთილში, გამწვანების ღონისძიებაზე მყოფ თბილისის მერს ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილმა აქცია მოუწყო. მოსახლეობა "ანას ბაღში" მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მერიის მიერ გაცემული ნებართვა უნდა გაუქმდეს.

კახა კალაძემ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ გამწვანებული სივრცე ექნებათ და "ანას ბაღში" უკანონო მშენებლობა არ განხორციელდება. მოსახლეობის ნაწილი ითხოვდა კალაძე ადგილზე მისულიყო და ვითარებას პირადად გაცნობოდა, პასუხად კი თბილისის მერმა ისინი მერიაში დაიბარა და საკითხზე მსჯელობა შესთავაზა.