უნგრეთის საელჩო საქართველოში ილუსტრატორებისთვის მიხაი ზიჩის სახელობის კონკურსს აცხადებს - Palitra News

უნგრეთის საელჩო საქართველოში ილუსტრატორებისთვის მიხაი ზიჩის სახელობის კონკურსს აცხადებს

2019-12-10 15:07:05+04:00

უნგრეთის საელჩო საქართველოში ილუსტრატორებისთვის, მიხაი ზიჩის სახელობის კონკურსს აცხადებს, რომელიც თემატურად სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისას" იგავ-არაკებს უკავშირდება. კონკურსი უნგრელი ხელოვანის მიხაი ზიჩის შემოქმედებას ეძღვნება და მისი მიზანია უნგრული და ქართული თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე არტისტების წახალისება, მათი შემოქმედებითი კავშირების განვითარება, ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება.