სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. სტუდენტები რეზიდენტურის გამოცდაზე საფასურის დაწესებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გამოცდაზე გასვლის საფასური 80 ლარი გახდა, აქამდე კი მათ რეზიდენტურის გამოცდაზე გასვლა უფასოდ შეეძლოთ. სტუდენტები აცხადებენ, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებისგან მიიღეს შეთავაზება, რომ ეს თანხა განახევრდებოდა, რაზეც სტუდენტებმა უარი განაცხადეს. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველ დღე, 17:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციების გამართვას აანონსებენ და ამბობენ, რომ აქციები არ შეწყდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.