"თიბისი ბანკის" ბრალდებული დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე გიორგი არევაძის კითხვაზე, სცნობს თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ "სრული აბსურდია და არ ეთანხმება". "ცილისწამებას და შეთითხნილილ" საქმეს უწოდებს მიმდინარე პროცესს თი-ბი-სი ბანკის კიდევ ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძეც. რაც შეეხება მესამე ბრალდებულს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, მისი განმარტებით საერთოდ ვერ გაიგო რაში ადანაშაულებენ.
სხდომას ესწრება მოძრაობა "ლელოს" წევრი კახა კოჟორიძეც. მისი თქმით ქართული ოცნება და პროკურატურა შეთანხმებულად მოქმედებენ.