აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანთან დაკავშირებულ საფრთხეზე ისაუბრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ლიდერებმა ირანთან დაკავშირებული საფრთხე და სხვა ორმხრივი და რეგიონალური საკითხები განიხილეს", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა გასულ წელს გაუარესდა, როდესაც შეერთებული შტატები თეირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა და ირანს სანქციები ხელახლა დაუწესა.