ტეხასში ქიმიურ ქარხანაში აფეთქების გამო 60 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა - Palitra News

ტეხასში ქიმიურ ქარხანაში აფეთქების გამო 60 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

2019-11-28 13:10:19+04:00

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტექსასის შტატში ქიმიურ საწარმოში ძლიერი აფეთქებები მოხდა. აფეთქებები რამოდენიმე საათის ინტერვალით დაფიქსირდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასწრაფო ევაკუაციის ბრძანება გასცა. საევაკუაციო ზოლში 6,4 კილომეტრის რადიუსი მოექცა, საიდანაც დაახლოებით 60 000 ადამიანს მოუწია სახლის დატოვება.

ოფიციალური პირების ცნობით, ისინი დარწმუნებულნი არ არიან, შეძლებენ თუ არა ევაკუირებული ადამიანები სახლებში დაბრუნებას. ისინი ზარალის ოდებობაზე ჯერჯერობით ვერ საუბრობენ. მათი ცნობით, მომხდარის მიზეზებიც ამ დროისთვის უცნობია.