ამერიკის პრზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორი ინდაური, სახელად "პური" და "კარაქი", შეიწყალა. მადლიერების დღესთან დაკავშირებით, ტრადიციული შეწყალების ცერემონია თეთრი სახლის ეზოში გაიმართა.
BBC-ის ცნობით, წლის ყველაზე იღბლიანი ინდაურები სხვა შეწყალებულ ინდაურებთან ერთად ბინას ვირჯინიაში, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილას დაიდებენ.
შეწყალების დროს ამერიკის პრეზიდენტმა იხუმრა, რომ დემოკრატები მას ალბათ, ინდაურებთან ძალიან რბილ მოპყრობაში დაადანაშაულებენ.