რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს - Palitra News

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს

2019-11-25 09:09:17+04:00

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ლიდერობს. ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, იოჰანისმა ხმების 64%-67% პროცენტი მოაგროვა, მისმა კონკურენტმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვიორიკა დენჩილემ კი - 33-36%.

"დღეს გამარჯვებულია თანამდეროვე რუმინეთი, ნორმალური რუმინეთი. ამ გამარჯვებას ვიღებ სიხარულით, მადლიერებით, მოკრძალებით და რუმინეთის მიმართ რწმენით", - განაცხადა იოჰანისმა ჟურნალისტებთან საუბარში.

საპრეზიდენტო არჩევნების მოერე ტურში 10 მილიონმა რუმინელმა მიიღო მონაწილეობა. საზღვარგარეთ მცხოვრებ რუმინელებში რეკორდულად მაღალი აქტივობა დაფიქსირდა.