საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის აქციის მონაწილე გიორგი სულაშვილი დაზარალებულად სცნო. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სულაშვილის დაზარალებულად ცნობა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა 700-ზე მეტი პირი და გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისს დემონსტრაციის დარბევისას გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგა.