არჩილ თალაკვაძე კომოს ტბაზე ყოფნას უარყოფს, გიორგი კანდელაკის მტკიცებით კი პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში გუშინ დაბრუნდა - Palitra News

არჩილ თალაკვაძე კომოს ტბაზე ყოფნას უარყოფს, გიორგი კანდელაკის მტკიცებით კი პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში გუშინ დაბრუნდა

2019-11-22 15:04:50+04:00

პარლამენტის თავმჯდომარე მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის იტალიაში, კომოს ტბაზე მეგობრის იუბილეზე არ ყოფილა. არჩილ თალაკვაძემ კონკრეტულ ტელეკომპანიებს მიუთითა, რომ მათ სასაცილო და სიცრუეზე დაფუძნებული სიუჟეტი მოამზადეს. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ მედიასტანდარტი დაუწუნა და გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის კომოს ტბაზე კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა, კატეგორიულად უარყო.

საკითხს გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკიც, რომლის თქმითაც, არჩილ თალაკვაძე გუშინდელი რეისით დაბრუნდა საქართველოში. კანდელაკი აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მასთან და გიგი წერეთელთან ერთად იმგზავრა. ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარეს წუხანდელი რეისის ბილეთის გასაჯაროვებისკენ მოუწოდებს.