"ცოდვების ქალაქის" კომიქსის მიხედვით სერიალს გადაიღებენ - Palitra News

"ცოდვების ქალაქის" კომიქსის მიხედვით სერიალს გადაიღებენ

2019-11-22 14:02:39+04:00

კომპანია Legendary Television-ი ფრენკ მილერის კომიქსის მიხედვით, „ცოდვების ქალაქი“ (Sin City) სერიალს გადაიღებს. Deadline-ს ცნობით, ფრენკ მილერმა კომპანიასთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. კონტრაქტის მიხედვით, ასევე გადაიღებენ ანიმაციურ სერიალს „დიდები“, რომლის კომიქსის ავტორიც ეს სცენარისტია.