ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მიხეილ კალანდია საკუთარ თავს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს. როგორც კალანდია სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში აცხადებს, მისი დაკავება საზოგადოების გავლენისა და პოლიტიკური ფიგურების ინტერესების შედეგია.
ბრალდებულის მტკიცებით, პროკურატურას მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია და სასამართლო პროცესები დახურულ ფორმატში ამის გამო იმართება. კალანდიას განცხადებით, მის დაკავებასა და საზოგადოებაში მის მიმართ ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებაში ბრალი გავლენიან პოლიტიკოსებს მიუძღვით.
შეგახსენებთ, რომ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია უკვე 5 თვეა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. იგი მკვლელობიდან წელიწადნახევრის შემდეგ დააკავეს.