ათონელზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ანტიკვარული აქსესუარების შეძენაზე თითქმის მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯა.
სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციის კეთილმოწყობისთვის დახარჯული სახელმწიფო რესურსის შესახებ ინფორმაციას "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ჯამში გამოიყო 2 მილიონ 800 ათასი ლარი, საიდანაც 1 მილიონ 200 ათასამდე ანტიკვარული ნივთების შეძენას მოხმარდა, 255 000 ლარი - მათ რესტავრაციას, ხოლო 700 ათას ლარზე მეტი ავეჯის, ფარდების და სანათი საშუალებების შეძენაში დაიხარჯა.
ზურაბიშვილის მიერ შეძენილ ანტიკვარულ ნივთებს შორის არის: ბუხრის საათი, ფერწერული ტილოები, შანდლები, აზიური ხალიჩები და ა.შ. შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის არცერთი არ არის ქართული წარმომავლობის.