მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან მეხანძრე მაშველთა დამატებითი დანაყოფები ჩაერთო. ხანძრის ქრობის პროცესში სულ 140-მდე მეხანძრე-მაშველი იღებს მონაწილეობას. ადგილზე, ასევე, მუშაობს რეგიონული სატყეო სააგენტოს 30-მდე თანამშრომელი.
საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების, უამინდობის და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.
ამ დროისთვის ცეცხლის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.