IRI-ის გამოკითხვის მიხედვით, მთავრობის ყველაზე დიდი ჩავარდნა დაპირებების შეუსრულებლობაა - Palitra News

IRI-ის გამოკითხვის მიხედვით, მთავრობის ყველაზე დიდი ჩავარდნა დაპირებების შეუსრულებლობაა

2019-11-19 10:04:10+04:00

IRI-ის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობას უჭირს დაასახელოს, რა არის მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა.

გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ ამაზე პასუხი არ აქვს, ხოლო 21% პასუხობს, რომ მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა არაფერია. ამასთან, 13% აღნიშნულ კითხვაზე პასუხობს, რომ ეს ჯანდაცვის რეფორმაა, ხოლო 4%-4% მიღწევებს შორის ვიზალიბერალიზაციას და ინფრასტრუქტურას ასახელებს. გამოკითხულთა 3-3% კი თვლის, რომ მთავრობის მიღწევა დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაა.

რაც შეეხება კითხვას, რა არის მთავრობის ყველაზე დიდი ჩავარდნა, გამოკითხულთა 12% პასუხობს, რომ ეს ხალხისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობაა, 8%-ის აზრით ყველაზე დიდი წარუმატებლობა ლარის კურსის ვარდნას უკავშირდება, 7% კი ფიქრობს, რომ მთავრობის ყველაზე დიდი ჩავარდნა 20 ივნისის მოვლენები იყო.