თბილისში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართა - Palitra News

თბილისში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართა

2019-11-15 18:45:32+04:00

თბილისში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართა, სადაც ითქვა, რომ მისი საქართველოში ჩატარება ქვეყანაში სათემო ინტერნეტიზაციის წარმატებულმა პროექტებმა განაპირობა . როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ სამიტზე განაცხადა, ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში. მისივე თქმით, ინტერნეტ ქსელი სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ფშავ - ხევსურეთსა და გუდამაყრის ხეობაში. ნიკოლოზ ალავიძეს თქმით, მიუხედავად წარმატებული ინტერნეტიზაციის პროეტებისა ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთ გამოწვევად კვლავ რჩება საინფორმაციო და საკომუნიკაციო სფეროს, მათ შორის, ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში.