კინოთეატრ "ამირანთან" დავით ბერძენიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - Palitra News

კინოთეატრ "ამირანთან" დავით ბერძენიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

2019-11-08 20:12:41+04:00

კინოთეატრ „ამირანთან" „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მისული დავით ბერძენიშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა. მას კომენტარის გაკეთებაში ხელს ჯერ შეძახილებით უშლიდნენ, ამის შემდეგ კი აქციის ერთ-ერთი მონაწილე მას ფიზიკურად გაუსწორდა. დავით ბერძენიშვილი ტერიტორიიდან პოლიციამ გაარიდა. კინოთეატრ „ამირანთან“ „ქართული მარშის“ და ლევან ვასაძის მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლას ცდილობენ.