სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, პრეზიდენტმა გამონაკლისის წესით ვიღაცას პრივილეგია არ უნდა მიანიჭოს მხოლოდ იმის გამო, რომ სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება. მან ასევე პრეზიდენტს მოუწოდა, დროულად ჩამოაყალიბოს შეწყალების პროცედურები და კრიტერიუმები და ამ ჭრილში განიხილოს არა მხოლოდ გიორგი მამალაძის, არამედ ყველა იმ პატიმრის შეწყალების საკითხები, რომლებიც მის გადაწყვეტილებას ელოდებიან.