შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის დროს უწყება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს.
ფილმის პრემიერისას დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. სამინისტრო ყველა მოუწოდებს თავისუფლების გამოხატვას კანონით დაშვებულ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაშ მათი თქმით პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.