გენერალური პროკურატურის ინფორმაციით ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ახალი ბრალდება წარედგინება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღშნული ნიკა გვარამია ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით დღეს 19:00 საათზე უწყებაშია დაბარებული.
შეგახსენებთ გენერალურმა პროკურატურამ "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 6 სექტემბერს ახალი ბრალი წარუდგინა.მას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ასევე ბრალი წარედგინათ "რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახაბერ დამენიასა და "ინტერმედია პლუსის" დირექტორ ზურაბ იაშვილს.