აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრალურ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში. როგორც მან აღნიშნა ამერიკის შეერთებულ შტატებს ესმის, რომ საქართველო რუსული საზიანო გავლენის წინაშე დგას თუმცა თავი შეიკავა შეფასებისაგან ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე იოანეს დანიშვნასთან დაკავშირებით.