მამუკა ხაზარაძის "ლელო" დღეიდან პარტიის რიგებში მოქალაქეთა რეგისტრაციას იწყებს - Palitra News

მამუკა ხაზარაძის "ლელო" დღეიდან პარტიის რიგებში მოქალაქეთა რეგისტრაციას იწყებს

2019-10-31 09:45:26+04:00

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" დღეიდან, 31 ოქტომბრიდან პარტიის რიგებში მოქალაქეთა რეგისტრაციას იწყებს.

მოძრაობის ინფორმაციით, "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე პირადად შეხვდება რეგისტრაციის თითოეულ მსურველს.

მოქალაქეთა რეგისტრაცია "თბილისი ცენტრალში", 12:00 საათზე დაიწყება. პოლიტიკური პარტია ლელოს დაფუძნებას კი მამუკა ხაზარაძე 12 დეკემბერს აპირებს.