კომპანია Meridian-მა ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა - Palitra News

კომპანია Meridian-მა ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა

2019-10-29 12:05:54+04:00

Meridian Capital -ი აცხადებს, რომ მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში "მერიდიანის" ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც თავად კომპანია Meridian Capital-მა 28 ოქტომბერს უწყებას წერილობით მიმართა, რომ მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა, რისთვისაც ითხოვა საქართველოს მთავრობისგან Meridian Capital-ის მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება.