ჯო ბაიდენი ტრამპს - ან გამოაქვეყნე შენი საგადასახადო დეკლარაციები, ან მოკეტე! - Palitra News

ჯო ბაიდენი ტრამპს - ან გამოაქვეყნე შენი საგადასახადო დეკლარაციები, ან მოკეტე!

2019-10-28 15:00:12+04:00

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მის შვილს უკრაინულ გაზის კომპანიაში მუშაობისას არასწორად არაფერი გაუკეთებია.

"სიბიეს ნიუსთან" ინტერვიუში, დემოკრატი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ყველაფერი, რასაც მისი შვილი აკეთებდა, "მართებული იყო". რაც შეეხება შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწოდებას უკრაინის ლიდერისადმი, გამოეძიებინა მისი შვილის საქმიანობა, ბაიდენი ასე პასუხობს: "ბატონო პრეზიდენტო, გვაჩვენეთ შენი საგადასახადო დეკლარაციები. მოდით ვნახოთ, რამდენად მართალი ხარ... შენ რას მალავ? კორფუციასთან გინდა ბრძოლა? მაშინ გამოაშკარავე შენი საგადასახადო დეკლარაციები ან მოკეტე", - აცხადებს ბაიდენი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკს სთხოვდა ყურადღება მიექცია ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებისთვის.