მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელ ტესტირებაში საქართველოს მასშტაბით 26 600-ზე მეტი აპლიკანტი ჩაერთვება - Palitra News

მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელ ტესტირებაში საქართველოს მასშტაბით 26 600-ზე მეტი აპლიკანტი ჩაერთვება

2019-10-24 15:55:52+04:00

მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით, 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, სქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება, ხოლო გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება.

სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება. იმ სკოლებში, სადაც გამოცდები ჩატარდება, ადმინისტრაციის მიერ უკვე ინფორმირებულნი არიან როგორც მოსწავლეთა მშობლები ასევე მასწავლებლები.