ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე ზრდის - Palitra News

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე ზრდის

2019-10-23 14:56:42+04:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფრმაციით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა.

უწყება განმარტავს, რომ მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას დროებით ფაქტორებთან ერთად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს.