თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა თანამდებობა დატოვა - Palitra News

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა თანამდებობა დატოვა

2019-10-23 13:19:13+04:00

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ბაგრატიონი თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს. თბილისის მერმა გიორგი ბაგრატიონს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

"დღეს ჩვენ გვყავს ფუნქციური, აქტიური, ეფექტური მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც ნებისმიერ ქუჩაზე, ნებისმიერ უბანში შეიმჩნევა. ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის გიორგი ბაგრატიონს", - განაცხადა კალაძემ.