სასამართლომ "რუსთავი 2"-ის 60 %-იან წილს ყადაღა დაადო - Palitra News

სასამართლომ "რუსთავი 2"-ის 60 %-იან წილს ყადაღა დაადო

2019-10-21 13:01:42+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 60 %-ს ყადაღა დაადო. ამის შესახებ პალიტრანიუსს აქიმიძისა და დვალის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ განუცხადა.

"ჩვენ დღეს ჩავიბარებთ სასამართლოს ამ განჩინებას და შემდეგ საჯარო რეესტრში წავიღებთ და უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდება ყადაღა "რუსთავის 2"-ის 60%-იან წილზე", - განაცხადა კოჟორიძემ.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით, დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 17 ოქტომბერს შეიტანეს.