მაია ცქიტიშვილი - ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - Palitra News

მაია ცქიტიშვილი - ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან

2019-10-21 10:08:18+04:00

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი" ანაკლიის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, დღევანდელი შემადგენლობით არსებულმა კონსორციუმმა სასამართლო დავა დაიწყოს, მაია ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ აღნიშნულს არ გამორიცხავს.