სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. როგორც პალიტრანიუსს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, წელს განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე 100 000 ადამიანი აიცრება.
ამასთან, მან ისაუბრა წითელასთან დაკავშირებით და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდა.
"წითელაზე ჩვეულებრივ გრძელდება აცრები ყველა მსურველისთვის. ძალიან კარგი იქნება, თუ აიცრებიან", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.