აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბდამშენი B-17 ჩამოვარდა - დაიღუპა შვიდი ადამიანი - Palitra News

აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბდამშენი B-17 ჩამოვარდა - დაიღუპა შვიდი ადამიანი

2019-10-03 09:12:02+04:00

აშშ-ში, ბრედლის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბდამშენი B-17 ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 7 ადამიანი დაიღუპა, 6 კი - დაშავდა. მათივე ინფორმაციით, ბომდამშენმა აეროპორტთან ახლოს ავარიული დაჯდომა განახორციელა და ცეცხლი გაუჩნდა.

B-17 ბრედლის საერთაშორისო აეროპორტიდან ოთხშაბათს დილით აფრინდა და აფრენიდან დაახლოებით 5 წუთში ეკიპაჟმა საჰაერო მოძრაობის მაკონტროლირებელ კოშკურას პრობლემის არსებობის შესახებ აცნობა. უკან დაბრუნებისა და ავარიული დაჯდომის მცდელობის დროს ბომბდამშენი, სავარაუდოდ, ბოძს შეეჯახა. ბორტზე სულ 13 ადამიანი იმყოფებოდა, სამი მათგანი - ეკიპაჟის წევრი იყო. ინციდენტის გამო ბრედლის აეროპორტი რამდენიმე საათის განმავლობაში დახურული იყო.