საპატიმროში მაშინ შესულიყავით, ნაწამები ხალხის ხმა ცამდე რომ ადიოდა - სოფო კილაძე გოგორიშვილს და ნადირაშვილს მიმართავს - Palitra News

საპატიმროში მაშინ შესულიყავით, ნაწამები ხალხის ხმა ცამდე რომ ადიოდა - სოფო კილაძე გოგორიშვილს და ნადირაშვილს მიმართავს

2019-10-02 15:26:20+04:00

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დეპუტატების კითხვას, საპატიმროში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ადამიანები მოინახულა თუ არა, არ უპასუხა.

კილაძის მიერ ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას, "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა მას ამ კითხვით რამდენჯერმე მიმართა, რაზეც სოფო კილაძემ უპასუხა, რომ კომიტეტს შესაბამის უწყებებთან ჰქონდა კომუნიკაცია.

აღნიშნულის შემდეგ, "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ რამდენჯერმე სცადეს, სოფო კილაძისგან ამ კითხვაზე პასუხი მიეღოთ. თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მას უპასუხა, რომ "კარგი იქნებოდა საპატიმროში მაშინ მისულიყვნენ, როდესაც ხალხს უმოწყალოდ აწამებდნენ".