დავით ზალკალიანი - სერგეი ლავროვთან შეხვედრა არ უნდა განვიხილოთ, როგორც რაიმე ფორმატების ცვლილება - Palitra News

დავით ზალკალიანი - სერგეი ლავროვთან შეხვედრა არ უნდა განვიხილოთ, როგორც რაიმე ფორმატების ცვლილება

2019-09-27 17:00:28+04:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ცალსახად დაფიქსირდა, რომ რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაცია უკვე არსებული ფორმატებით გრძელდება და ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა. მისივე თქმით, ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი და ეს შეხვედრა აჩვენებს, იქნება თუ არა კონსტრუქციული მიდგომები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა სერგეი ლავროვთან მომავალ გეგმებზე ან შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.