საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ ორგანიზაციის ახალ აღმასრულებელ დირექტორად კრისტალინა გეორგიევას კანდიდატურა დაამტკიცა. ამის შესახებ თავად ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
მისი არჩევა 5-წლიანი ვადით მოხდა და გეორგიევა უფლებამოსილების შესრულებას 1-ლი ოქტომბრიდან შეუდგება.
აღსანიშნავია, რომ გეორგიევა IMF-ს არსებობის ისტორიაში პირველი ხელმძღვანელია განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნიდან. ცნობისთვის, ბულგარეთში დაბადებული გეორგიევა ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.