ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება კომიტეტის სხდომის შეწყვეტის შემდეგაც გაგრძელდა.
ზარდიაშვილმა ბესელიას კორუმპირებული უწოდა და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მისი შვილის შეწყალების ფაქტი გაახსენა. თავად ბესელიამ კი ზარდიაშვილს "ჩმორი", ნაძირალა და ადეიშვილის ხელის ბიჭი უწოდა. მანვე ზარდიაშვილს ფურცლებიც შეაყარა.
რამდენიმე წუთიანი სიტყვიერი დაპირისპირება ვანო ზარდიაშვილის მხრიდან კომიტეტის დარბაზის დატოვებამდე გაგრძელდა. დაპირისპირებული მხარეების დამშვიდებას სხვა დეპუტატები და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები ცდილობდნენ. დაპირისპირების გამო კომიტეტის სხდომა ერთი საათით შეწყდა.