გიორგი გახარია ეკონომიკის მინისტრს ავალებს, ტყიბულში გაემგზავროს "არა საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად" - Palitra News

გიორგი გახარია ეკონომიკის მინისტრს ავალებს, ტყიბულში გაემგზავროს "არა საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად"

2019-09-26 10:58:55+04:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს ტყიბულში ჩავა. მისი განმარტებით ადგილზე, აპირებს გაარკვიოს რატომ შეექმნა ინვესტორ კომპანიას პრობლემა, ხელფასებთან დაკავშირებით.

როგორც თურნავამ აღნიშნა, მისთვის კარგადაა ცნობილი ის ვითარება, რაც ტყიბულშია შექმნილი. შეგახსენებთ ეკონომიკის მინისტრს მეშახტეების გაფიცვასთან დაკავშირებით ვითარების პირადად გარკვევა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე დაავალა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნათია თურნავა ტყიბულში "არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად ჩავა".