წესიერებისკენ შენ მე ნუ მომიწოდებ ბიჭო,- ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს მიმართა.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოსამართლეობის კანდიდატისთვის კითხვების დასასმელად გამოყოფილ დროზე მსჯელობას მოჰყვა. დამოუკიდებელი დეპუტატები თავდაპირველად ითხოვდნენ, რომ ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" დროით ესარგებლათ, რადგან, მათი თქმით, ისინი ამაზე შეთანხმდნენ. ოხანაშვილმა კი მათ ამის უფლება არ მისცა.