დიდი ბრიტანეთის პარლამენტი დღეს მუშაობას განაახლებს - Palitra News

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი დღეს მუშაობას განაახლებს

2019-09-25 12:10:36+04:00

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი დღეს მუშაობას განაახლებს. შესვენება 25 ოქტომბრამდე აღარ გაგრძელდება. ამ გადაწყვეტილების საფუძველი გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც, პრემიერ ბორის ჯონსონის მიერ პარლამენტის მუშაობის დროებითი შეჩერების უფლების გამოყენება უსაფუძვლოდ და უკანონოდ იქნა მიჩნეული.

პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ასეთი მარცხის მიუხედავად, გადადგომაზე უარს ამბობს. პარლამენტის წევრები კი "ბრექსითის" განხორციელების ვადებზე, პირობებზე და თვით ევროკავშირიდან გამოსვლის მიზანშეწონილებაზე ვერ თანხმდებიან.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხი კენჭისყრაზე უახლოეს დღეეში დადგება. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის გადავადება, ახალი არჩევნები და შესაძლოა ახალი რეფერენდუმიც უახლოეს თვეებში ჩატარდეს.