ისნის რაიონის გამგეობამ მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა - Palitra News

ისნის რაიონის გამგეობამ მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა

2019-09-25 09:57:51+04:00

ისნის რაიონის გამგეობამ მეტრომშენი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნულ მონაკვეთში, ორბელებისა და დავით კვაჭანტირაძის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდა. საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპს ისნის გამგებელი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ლევან დავითაშვილთან ერთად გაეცნო. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც გაესაუბრნენ.