თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობასა და ნარკორეალიზაციაში მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით განუცხადა.
ვოლსკი ფიქრობს, რომ საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით მკაცრი და გაუგებარი შეფასება ჰქონდა. ვოლსკი გამორიცხავს შეწყალებაში კორუფციას, თუმცა მისი თქმით, საბოლოო პასუხი ამაზე გამოძიებამ უნდა გასცეს.