საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე დღეს უელსს დაუპირისპირდება - Palitra News

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე დღეს უელსს დაუპირისპირდება

2019-09-23 10:10:04+04:00

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე გახსნით მატჩს დღეს გამართავს და უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.

იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩს ბორჯღალოსნები ქალაქ ტოიოტას სტადიონზე გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.

მატჩისთვის მოსამზადებელი ვარჯიში ქალაქ ნაგოიაში გაიმართა.

შეგახსენებთ, რაგბის მსოფლიო თასი იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყო და 2 ნოემბრამდე გაგრძელდება.