ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილი დევნილები დაშლას არ აპირებენ, მათი ნაწილი შენობაში იმყოფება - Palitra News

ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილი დევნილები დაშლას არ აპირებენ, მათი ნაწილი შენობაში იმყოფება

2019-09-17 22:22:39+04:00

ჯანდაცვის სამინისტროსთან შეკრებილი დევნილები დაშლას არ აპირებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მანამდე იქნებიან სამინისტროს შენობასთან , სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ისინი ასევე მოითხოვენ ჯანდაცვის მინისტრთან ან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. აქციის მონაწილეების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს შენიბაში იმყოფება, სადაც მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ.