ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით "ევროპული სკოლის" მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა - Palitra News

ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით "ევროპული სკოლის" მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

2019-09-16 10:51:26+04:00

ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ "ევროპული სკოლის" მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მოსწავლეებს ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობები გააცნო, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება. კონკურსის გზავნილია: "დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე".

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც VII-XII კლასის სკოლის მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებსა და ვიდეოგრაფიკოსებსა.