ერდოღანის ყოფილი მოკავშირე ალი ბაბაჯანი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას ქმნის - Palitra News

ერდოღანის ყოფილი მოკავშირე ალი ბაბაჯანი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას ქმნის

2019-09-10 15:21:31+04:00

თურქეთის ყოფილი ვიცეპრემიერი ალი ბაბაჯანი ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის.

ბაბაჯანი მმართველი პარტიიდან ივლისში წავიდა, იგი მომავალ არჩევნებზე რეჯეფ თაიფ ერდოღანის კონკურენტი იქნება. მმართველი პარტიიდან წასვლის მიზეზად ყოფილმა ვიცეპრემიერმა ღრმა განსხვავებულობა დაასახელა. იგი მმართველ პარტიაში მისი დაფუძნების დღიდან იმყოფებოდა. წლების განმავლობაში იკავებდა ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტებსაც. შემდეგ კი ვიცეპრემიერი გახდა.

ბაბაჯანის განცხადებით, მმართველმა პარტიამ გადაუხვია იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რაზე დაყრდნობითაც შეიქმნა. ბაბაჯანი ახალი პარტიის შესაქმნელად ახალ გუნდს დააკომპლექტებს. რომელშიც შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტი აბდულა გიულიც მოხვდეს, თუმცა, თავად ბაბაჯანი აღნიშნულს არ ადასტურებს.